Belive

ვირტუსმა მაკაბისთან წააგო - შენგელიამ 9 ქულა მოაგროვა

11 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-20 ტურში თელ ავივის ,,მაკაბიმ'' ,,ვირტუს ბოლონიას'' უმასპინძლა და 17-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 95:78 დაამარცხა.

,,ვირტუსის'' ფორვარდმა, თორნიკე შენგელიამ, 28 წუთში 9 ქულა, 4 შედეგიანი გადაცემა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

თოკომ 5-დან 3 ორქულიანი და 7-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 10 შეადგინა, რითაც საკუთარ გუნდში ბრაიან დანსტონს, მარკო ბელინელისა და ანტე ჟიჟიჩს ჩამორჩა.

,,მაკაბის'' შემადგენლობაში 22 ქულით, 8 ასისტითა და 5 მოხსნით უეიდ ბოლდვინი გამოირჩა.

,,ვირტუსი'' 14 მოგებითა და 6 მარცხით ევროლიგის მე-3 პოზიციაზეა (14 მოგება და 6 წაგება აქვს მეორეადგილოსან ბარსელონასაც). თორნიკე შენგელიას გუნდი მომავალ მატჩს 12 იანვარს, ,,ეფესის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები