Belive

შენგელიას 15 ქულა ბრეშასთან | ვირტუსმა მეორე შეხვედრაც მოიგო

5 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი და ვირტუს ბოლონიას მოთამაშე, თორნიკე შენგელია, იტალიის ჩემპიონატის საპლეიოფო შეხვედრებს ბრწყინვალედ ატარებს. ვირტუსმა ბრეშას ფინალური ეტაპის მეორე მატჩიც მოუგო (75:65).

თორნიკე შენგელიამ პარკეტზე ყველაზე მეტი დრო (32 წუთი) გაატარა. ქართველმა საკუთარ გუნდს 15 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოუტანა. თორნიკემ 15-დან 5 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 3-დან ორი საჯარიმო ტყორცნა ჩააგდო.

ფინალურ სერიაში ვირტუსი 2:0-ს იგებს და ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯშია. სერიის მესამე შეხვედრა ამჯერად ბრეშაში, 17 ივნისს გაიმართება.

სხვა სტატიები