თორნიკე მატჩში საუკეთესო იყო | ვირტუსი მილანთან დამარცხდა
1 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის მე-7 ტურის შეხვედრაში "ვირტუს ბოლონია" "ოლიმპია მილანოსთან" 99:90 დამარცხდა.
შეხვედრაში საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, მან 33:41 წუთი ითამაშა, რა დროშიც 25 ქულა (9-დან 6 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი, 7-დან 7 საჯარიმო), 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა.
21 ქულა ჩააგდო მარკო ბელინელიმ, ხოლო ორმაგი დუბლი შეასრულა მილანელთა ლიდერმა, ნიკოლა მიროტიჩმა - 21 ქულა, 13 მოხსნა.
La Segafredo lotta fino alla fine ma al Forum vince Milano ❌ pic.twitter.com/sP4YFOAXD7
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) October 31, 2024
"ვირტუს ბოლონიას" ევროლიგაში 1 მოგება და 6 წაგება აქვს და მე-17 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელის გუნდი იტალიის სერია A-ს ეგიდით ჩაატარებს, სადაც "ტრევიზოს" დაუპირისპირდება, მატჩი 3 ნოემბერს 21:00 საათზე დაიწყება.