ვირტუსმა იტალიის სუპერთასი მოიგო - შენგელია მატჩში საუკეთესო იყო
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
იტალიის სუპერთასის ფინალში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,ბრეშა'' 37-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 97:60 დაამარცხა.
მატჩში 22 წუთი ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 15 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მოაგროვა.
თოკომ 3-დან 3 ორქულიანი და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 36 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.
,,ვირტუსი'' მომავალ შეხვედრას პირველ ოქტომბერს, იტალიის ჩემპიონატში, ,,სკაფატის'' წინააღმდეგ გამართავს.