ვირტუსმა ოლიმპიაკოსს მოუგო - შენგელიამ 6 ქულა მოაგროვა
ევროლიგის მე-15 ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,ოლიმპიაკოსს'' უმასპინძლა და 2-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 69:67 დაამარცხა.
ლუკა ბანკის გუნდი მეტოქესთან მთელი მატჩის განმავლობაში აგებდა და წინ გასვლა პირველად შეხვედრის დასრულებამდე წამებით ადრე შეძლო.
,,ვირტუსის'' ფორვარდმა, თორნიკე შენგელიამ, 30 წუთში 6 ქულა, 9 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
თოკომ 5-დან 1 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 8 შეადგინა, რითაც საკუთარ გუნდში ოგნიენ დობრიჩს (10), დენიელ ჰეკეტსა (13) და აიზია კორდინიეს (12) ჩამორჩა.
,,ოლიმპიაკოსის'' შემადგენლობაში ორმაგი დუბლით ნიკოლა მილუტინოვი გამოირჩა - 10 ქულა, 11 მოხსნა.
,,ვირტუსი'' 11 მოგებითა და 4 მარცხით ევროლიგის მე-2 პოზიციაზეა. თორნიკე შენგელიას გუნდი მომავალ მატჩს 21 დეკემბერს,, ,,ვალენსიას'' წინააღმდეგ გამართავს.