ვირტუსმა ეფესს ფლეი-ინის მატჩი მოუგო - შენგელიამ საკუთარ გუნდს ულიდერა
ევროლიგის ფლეი-ინის შეხვედრაში (მე-9 და მე-10 ადგილზე გასული გუნდების მატჩი) ,,ეფესმა'' ,,ვირტუს ბოლონიას'' უმასპინძლა და 3-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 64:67 დამარცხდა.
იტალიური გუნდის ძირითად ხუთეულში იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც 22 წუთში 13 ქულა (ყველაზე მეტი ვირტუსის შემადგენლობაში), 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
თოკომ მატჩში 12-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 11 შეადგინა.
,,ეფესის'' რიგებში 22 ქულით, 5 მოხსნით, 1 პასითა და 1 ჩაჭრით უილ კლაიბერნი გამოირჩა.
,,ვირტუს ბოლონია'' ფლეი-ინის მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე ,,ბასკონია'' იქნება, რომელიც დღეს თელ ავივის ,,მაკაბისთან'' დამარცხდა. გადამწყვეტი მატჩი ესპანეთში გაიმართება, მისი გამარჯვებული კი პლეი-ოფში, რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდება.
.@VirtusSegafredo will play again this FRIDAY and eliminate @AnadoluEfesSK from post-season contention, winning in Istanbul!
— Turkish Airlines EuroLeague (@EuroLeague) April 16, 2024
What a clash!#EveryGameMatters pic.twitter.com/weaaBuQMpW