თორნიკე შენგელიას ვირტუსი იტალიის პლეი ოფის ფინალში გავიდა
5 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს საკალათბურთო ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალურ შეხვედრაში თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიამ" "ვენეცია" 79:96 დაამარცხა. ბოლონიურმა გუნდმა ამ გამარჯვებით სერია 3:1 მოიგო და პლეი ოფის ფინალში გავიდა.
თორნიკე შენგელია შეხვედრაში საუკეთესო იყო, მან 32 წუთში 29 ქულა, 3 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა და 1 ბლოკი დააგროვა. მეორე ყველაზე კარგი შედეგით მარკო ბელინელი იყო 22 ქულით.
"ვირტუს ბოლონიას" პლეი ოფის ფინალში "ოლიმპია მილანო" შეხვდება.
WIN WIN WIN ⚪️⚫️
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) May 31, 2024
La Segafredo questa volta non molla di un centimetro e chiude la serie con Venezia 👊🏼
🔢 Shengelia 29, Belinelli 22, Abass 15, Pajola 8, Polonara 7, Lomasz 6, Cordinier 5, Zizic 2#AmarsiAncora pic.twitter.com/dNoj7NyV7V