Belive

ვირტუსმა ბრეშასთან იმარჯვა - შენგელია კვლავ საუკეთესო იყო

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მერვე ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,ბრეშას'' უმასპინძლა და 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 88:76 დაამარცხა.

მიმდინარე სეზონში კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 26 წუთში 26 ქულა, 7 ასისტი, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

თოკომ 11-დან 7 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 11-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 35 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

8 ტურის შემდეგ, ბოლონიელები 7 მოგებითა და 1 მარცხით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზე არიან.

,,ვირტუსი'' მომავალ შეხვედრას 23 ნოემბერს, ევროლიგაში, ,,ფენერბახჩეს'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები