Belive

ვირტუსმა რეჯანა დაამარცხა - შენგელია მატჩის MVP გახდა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 24-ე ტურში, "ვირტუსმა" "რეჯანას" უმასპინძლა და 69:45 დაამარცხა.

ბოლონიური კლუბის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 14 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) სწორედ "ვირტუსის" ქართველი ვარსკვლავი დასახელდა.

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 24 ტურის შემდეგ, "ვირტუსი" 17 მოგებითა და 7 მარცხით მე-2 ადგილზე იმყოფება. მომდევნო ტურში ბოლონიური კლუბი "ბრეშას" დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები