შენგელია საუკეთესო იყო | ვირტუსი სერია A-ს პლეი-ოფის ნახევარფინალშია
9 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს პლეი-ოფის მეოთხედფინლური ეტაპის გადამწყვეტ, მე-5 შეხვედრაში, ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,ტორტონას'' 29-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 92:63 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.
ბოლონიელთა რიგებში 23 წუთამდე ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 22 ქულა, 7 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
ქართველმა ფორვარდმა 8-დან 5 ორქულიანი და 12-დან 12 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 32 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.
პლეი-ოფის ნახევარფინალში ,,ვირტუსის'' მეტოქე ,,ვენეცია'' იქნება, რომელმაც ,,რეჯანა'' სერიაში ასევე 3:2 დაამარცხა.