Belive

ვირტუსმა ალბასთან იმარჯვა - შენგელია მატჩში საუკეთესო იყო

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-3 ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ბერლინის ,,ალბას'' უმასპინძლა და 11-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 87:76 დაამარცხა.

მატჩში 26 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 26 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

თოკომ 9-დან 8 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 32 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.

სამი ტურის შემდეგ, შენგელიას გუნდს 2 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა.

,,ვირტუსი'' მომავალ შეხვედრას 20 ოქტომბერს, ,,ცრვენა ზვეზდას'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები