Belive

"ურთულესი და უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის" - თორნიკე შენგელია

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის რეგულარული სეზონის მე-17 ტურში, "პარტიზანისა" და "ვირტუსის" დაპირისპირება შედგება. პრინციპული მატჩის წინ, "ვირტუტის" ოფიციალურ გვერდზე თორნიკე შენგელიას კომენტარი გამოქვეყნდა.

იტალიური საკალათბურთო კლუბის ქართველი ვარსკვლავი აღნიშნავს, რომ "ვირტუსს" ურთულესი და უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, თუმცა მოთამაშეები ყველაფერს იზამენ იმისთვის, რომ რეგულარული სეზონის პირველი წრე ამაღლებულ განწყობაზე დაასრულონ.

ვიცით, რომ უმნიშვნელოვანესი და ურთულესი მატჩი გველის. "პარტიზანი" შესანიშნავ კალათბურთს თამაშობს. ასევე ვიცით, თუ რამდენად ძლიერია "პარტიზანი" საკუთარ მოედანზე თამაშის დროს. როდესაც მათ პარკეტზე გადიხარ სათამაშოდ, 100%-ით მზად უნდა იყო - ჩვენთვის შესაძლოა გრძელი ღამე აღმოჩნდეს. ბურთთან განსაკუთრებით ფრთხილად უნდა ვიყოთ, როგორც დაცვაში - ასევე შეტევაში. "პარტიზანთან" სათამაშოდ ფოკუსირებულები გავალთ და ვეცდებით გავიმარჯვოთ, რათა რეგულარული სეზონის პირველი ნახევარი საუკეთესო შესაძლო სცენარით დავასრულოთ. - თორნიკე შენგელია.

შეგახსენებთ, ევროლიგის განვლილ 16 ტურში მოპოვებული 11 გამარჯვებითა და 5 მარცხით, "ვირტუსი" სატურნირო ცხრილის მე-3 პოზიციაზე იმყოფება.

სხვა სტატიები