თორნიკე შენგელიამ ორმაგი დუბლი გაიფორმა | ვირტუსი პეზაროსთან დამარცხდა
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" "პეზაროსთან" ოვერტაიმში 87:86 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა 29 წუთი ითამაშა, ამ დროში კი მან ორმაგი დუბლი შეასრულა 16 ქულა (7-დან 2 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 11-დან 9 საჯარიმო), 10 მოხსნა, 2 ასისტი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მატჩში ყველაზე შედეგიანი მარკის მაკდაფი იყო 23 ქულით.
SCONFITTA ❌
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) March 17, 2024
Due liberi a tempo scaduto di Pesaro condannano la Virtus alla sconfitta
🔢 Belinelli 18, Mickey 16, Shengelia 16, Lundberg 15, Zizic 8, Abass 8, Polonara 3, Cordinier 2 #AmarsiAncora pic.twitter.com/wKTiCwt6xP
"ვირტუს ბოლონია" სერია A-ს ცხრილში 32 ქულით მე-3 ადგილზეა, შემდეგ შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი ევროლიგის ეგიდით "ჟალგირის კაუნასის" წინააღმდეგ ჩაატარებს, მატჩი ხვალ 19 მარტს გაიმართება.