ვირტუსის პირველი მოგება პლეი ოფში | თოკომ პირველი შეხვედრა გამოტოვა
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატში პლეი ოფის ეტაპი დაიწყო. "ვირტუს ბოლონიამ" პირველი რაუნდის პირველი შეხვედრა კარგად დაიწყო და "ტორტონასთან" მარტივი გამარჯვება მოიპოვა - 92:80.
თორნიკე შენგელია თავის გუნდს ვერ დაეხმარა, მატჩამდე ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი, რომ ქართველ კალათბურთელს გრიპი აქვს და ამას სიცხეც დაემატა, რის გამოც მისი თამაში "ტორტონას" წინააღმდეგ გამოირიცხა. ჯერ ჯერობით უცნობია თოკო რამდენი ხანი ვერ დაეხმარება თავის გუნდს.
მატჩში ყველაზე შედეგიანი 18 ქულით აიზია კორდინიე იყო, მარკო ბელინელის ჰქონდა 16 ქულა, 15 ქულით კი იფე ლუნდბერგი გამოირჩა.
მეტოქე გუნდის რიგებიდან ყველაზე მეტი 15 ქულა ტომაზო ბალდასომ მიითვალა.
WIN WIN WIN ⚪️⚫️
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) May 11, 2024
La Segafredo esce alla distanza e con un ottimo terzo quarto porta a casa il primo atto dei quarti di finale 👍🏼
🔢 Cordinier 18, Belinelli 16, Lundberg 15, Abass 9, Dunston 8, Polonara 7, Mickey 6, Hackett 5, Zizic 4, Pajola 4#AmarsiAncora pic.twitter.com/O1LYFWpXn1
პლეი ოფის მომდევნო შეხვედრას გუნდები 13 მაისს გამართავენ.