Belive

ნაპოლისთან ჩხუბის გამო თორნიკე შენგელია დასაჯეს

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის 23-ე ტურში, "ტრიესტე" "ვირტუს ბოლონიას" უმასპინძლებს, თუმცა თორნიკე შენგელია ბოლონიელებს ვერ დაეხმარება. ქართველი კალათბურთელი, "ნაპოლისთან" მომხდარი ინციდენტის გამო, ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

ნაპოლისთან ბოლო მეოთხედში, თორნიკე მეტოქის ფარს უტევდა, რა დროსაც მის წინააღმდეგ ტომას ვოლდეტენსემ უხეშად ითამაშა, გაცხარებულმა შენგელიამ მეტოქეზე გაიწია, თუმცა გუნდელებმა დროულად შეძლეს მისი შეკავება.

View this post on Instagram

A post shared by Pianeta Basket (@pianetabasket)

შენგელიამ მიიღო დისკვალიფიკაცია მოწინააღმდეგეზე თავდასხმის მცდელობის გამო, რომელიც დაპირისპირებაში გუნდელების დროული ჩარევის შემდეგ არ გადაიზარდა. - ნათქვამია დებულებაში

აღნიშნული დისკვალიფიკაცია, რიგ შემთხვევაში, ფულადი სანქციით შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ ვირტუსს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ექნება.

სხვა სტატიები