Belive

ვირტუსის მფლობელი სკარიოლოზე: ,,ის ისე გვექცეოდა, თითქოს, მეორე დივიზიონის გუნდი ვიყავით''

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

,,ვირტუს ბოლონიას'' პრეზიდენტმა, მასიმო ძანეტიმ, გუნდის ყოფილ მთავარ მწვრთნელზე, სერჯიო სკარიოლოზე ისაუბრა:

,,სკარიოლოს დიდ მწვრთნელად მივიჩნევ. მას ყოველთვის ვიცავდი, თუმცა, ოდესღაც, ყველა ურთიერთობა დასასრულს უახლოვდება. არ უნდა დაგვავიწყდეს მისი შეხვედრები ,,ტორონტო რეპტორსისა'' და ,,რეალის'' წარმომადგენლებთან მაშინ, როცა კონტრაქტი ჯერ კიდევ ჩვენთან აკავშირებდა.

 

ის ისე გვექცეოდა, თითქოს, მეორე დივიზონის გუნდი ვიყავით. ვირტუსს იტალიაში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს და მე ჩემს კლუბს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვნად ვთვლი,'' - განაცხადა ძანეტიმ.

,,ვირტუსმა'' სერჯიო სკარიოლო მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც სპეციალისტმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა.

თორნიკე შენგელიას გუნდის ახალ მწვრთნელად ლუკა ბანკი დაინიშნა.

,,ვირტუსი'' 2023-2024 წლების სეზონს 23 სექტემბერს, ,,მილანთან'' იტალიის სუპერთასის შეხვედრით გახსნის.

სხვა სტატიები