ვირტუსმა სასარის მოუგო - შენგელიას სამმაგ დუბლამდე 1 ასისტი დააკლდა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მეოთხე ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,სასარის'' უმასპინძლა და 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 80:66 დაამარცხა.
მატჩში 30 წუთი ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 10 ქულა, 12 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
თოკომ 5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 27 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ოთხი ტურის შემდეგ, შენგელიას გუნდს 4 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.
,,ვირტუსი'' მომავალ შეხვედრას 27 ოქტომბერს, ევროლიგაში, ,,ლიონის'' წინააღმდეგ გამართავს.