Belive

ვირტუსი პარიზთან დამარცხდა | თორნიკემ 20 წუთი ითამაშა

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში "ვირტუს ბოლონია" "პარიზთან" 81:78 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ შეხვედრაში 21:36 წუთი ითამაშა, რა დროშიც 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 25 ქულა ვილ კლაიბერნს ჰქონდა, თი ჯეი შორთსმა 19 ქულა დააგროვა.

"ვირტუს ბოლონია" ევროლიგის ცხრილში 2 მოგებით და 10 მარცხით ბოლოსწინა მე-17 პოზიციაზეა. ბოლონიელები მომდევნო შეხვედრას იტალიის სერია A-ს ეგიდით "ბრეშას" წინააღმდეგ ჩაატარებენ, მატჩი 1 დეკემბერს, 21:15 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები