Belive

ბარსელონამ ესპანეთის ACB ლიგის ფინალის პირველ შეხვედრაში ვალენსია დაამარცხა

10 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

ბარსელონასა და ვალენსიას შორის გამართული ACB ლიგის ფინალის პირველი შეხვედრა მეტად დაძაბული გამოდგა. კატალონიელებმა სტუმრად ოვერტაიმში გაიმარჯვეს, ანგარიშით 113:112

საკმაოდ კარგი შეხვედრა ჩაატარა თორნიკე შენგელიამ, ბარსელონას ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 29 წუთამდე გაატარა, რა დროშიც 11 ქულა (5/8), 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 3 დაფარება მოაგროვა.

გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა ასევე ამერიკელ უილ კლაიბურნს, 19 ქულითა და 6 მოხსნით.

სერიის შემდეგი, მეორე შეხვედრა კვლავ ვალენსიაში 20 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.