Belive

ვირტუსი პარიზთან დამარცხდა | თორნიკე კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო იყო

3 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის 26-ე ტურის შეხვედრაში "ვირტუს ბოლონია" "პარიზთან" 77:83 დამარცხდა.

თორნიკე შენგელიამ მატჩში 29:16 წუთი ითამაშა, რა დროშიც 17 ქულა (11-დან 7 ორქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

ქართველ კალათბურთელზე მეტი ქულა მხოლოდ ნადირ ჰიფის ჰქონდა, მან 23 ქულის დაგროვება შეძლო.

"ვირტუს ბოლონია" ევროლიგის ცხრილში 7 მოგებით და 19 მარცხით მე-16 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 9 თებერვალს, 22:30 საათზე, "ტორტონას" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები