შენგელიას 17 ქულა ბარსელონასთან | ვირტუსი დამარცხდა
ევროლიგის 34-ე ტურში "ბარსელონამ" "ვირტუს ბოლონიას" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 91:87 გაიმარჯვა. ევროლიგის ბოლო ტურებს ესპანური გიგანტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან საუკეთესო 6 გუნდში მოხვედრა უნდა და ცდილობს თავიდან პლეი ინის ზონა აირიდოს (მე-7-დან მე-10 ადგილის ჩათვლით). ვირტუსი კი მიმდინარე სეზონში, ევროპულ ასპარაზზე საშინლად გამოიყურება და გუნდმა მხოლოდ 9 თამაშის მოგება შეძლო.
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 29 წუთამდე გაატარა და ამ დროში ბოლონიელებს 17 ქულა და 1 მოხსნა მოუტანა. საკუთარი გუნდის შემადგენლობაში ქართველი ყველაზე შედეგიანი იყო. თორნიკემ 9-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 11-ჯერ დადგა საჯარიმოს ხაზზე და 9-ჯერ ზუსტი იყო.
ვირტუსი ევროლიგის ცხრილის ბოლოსწინა ადგილზეა, ბარსელონა კი მე-5 ადგილს იკავებს. იტალიელებს შემდეგი მატჩი სერია A-ში, "ბრეშას" წინააღმდეგ ელით.