ვირტუსი იტალიის თასის 1/2-ფინალში გავიდა - შენგელია მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
იტალიის თასის 1/4-ფინალში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,ვენეციას'' უმასპინძლა და 14-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 82:68 დაამარცხა. შედეგად სკარიოლოს გუნდი თასის ნახევარფინალში გავიდა.
ბოლონიელთა რიგებში 19 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა თორნიკე შენგელიამ, რომელიც ქულების რაოდენობით მხოლოდ მარკო ბელინელის (21 ქულა) ჩამორჩა.
ქართველმა ფორვარდმა 2-დან 1 სამქულიანი, 10-დან 6 ორქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
იტალიის თასის ნახევარფინალში ,,ვირტუს ბოლონიას'' მეტოქე ,,ტორტონასა'' და ,,ტრენტოს'' შეხვედრაში ირკვევა.
🎥 Frecciarossa Final Eight QF | Highlights Virtus Segafredo Bologna-Umana Reyer Veneziahttps://t.co/7TGbQMNvWt#AmoreInfinito #LBAF82023
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) February 16, 2023