Belive

ვირტუსმა რეალთან წააგო | შენგელიამ საკუთარ გუნდს ქულებით ულიდერა

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-9 ტურში მადრიდის ,,რეალმა'' ,,ვირტუს ბოლონიას'' უმასპინძლა და 12-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 98:86 დაამარცხა.

მატჩში 25 წუთამდე ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 20 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

თოკომ 9-დან 5 ორქულიანი, 3-დან 3 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 24 შეადგინა, რითაც საკუთარ გუნდში მხოლოდ იზაია კორდინიეს (25) ჩამორჩა.

,,რეალის'' რიგებში 20 ქულით, 5 მოხსნითა და 1 პასით მარიო ჰეზონია გამოირჩა. 14 ქულა, 9 ასისტი, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა იყო ფაკუნდო კამპაცოს ანგარიშზე.

,,ვირტუსი'' 2 მოგებითა და 7 მარცხით სატურნირო ცხრილის მე-16 პოზიციაზეა. შენგელიას გუნდი ევროლიგის მომავალ მატჩს პარასკევს, 15 ნოემბერს, ,,პანათინაიკოსის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები