Belive

ვირტუსმა ფენერბაჰჩესთან წააგო - შენგელია მატჩში ერთ-ერთი საუკეთესო იყო

1 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის მე-11 ტურში ,,ვირტუს ბოლონიამ'' ,,ფენერბაჰჩეს'' უმასპინძლა და 4-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 82:86 დამარცხდა. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ლუკა ბანკის გუნდი 10 ქულით იგებდა, თუმცა გამარჯვება მაინც მეტოქეს დარჩა.

33 წუთი ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 23 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

თოკომ 9-დან 5 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 25 შეადგინა, რაც ნაიჯელ ჰეის-დევისთან ერთად (ფენერბაჰჩე), ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

,,ფენერბაჰჩეს'' რიგებში 21 ქულით, 3 პასით, 2 მოხსნითა და 1 ჩაჭრით მარკო გუდურიჩი გამოირჩა, 19 ქულა, 8 მოხსნა და 2 ასისტი იყო ჰეის-დევისის ანგარიშზე.

,,ვირტუსი'' 2 მოგებითა და 9 მარცხით სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-18 პოზიციაზეა. შენგელიას გუნდი ევროლიგის მომავალ მატჩს 28 ნოემბერს, ,,პარიზის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები