Belive

ვირტუსი ეფესთან დამარცხდა | თორნიკე შენგელიას კარგი მატჩი ჰქონდა

2 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში "ვირტუს ბოლონია" "ანადოლუ ეფესთან" 89:68 დამარცხდა. პირველი ტაიმი ქართველი კალათბურთელის გუნდმა 3 ქულით მოიგო (24:24, 15:18), მაგრამ მეორე ტაიმში თურქულმა კლუბმა მეტოქეს 24 ქულიანი სხვაობით მოუგო (22:10, 28:16).

თორნიკე შენგელიამ 23:59 წუთი ითამაშა, რა დროშიც 17 ქულა (9-დან 6 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო), 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჰქონდა.

ყველაზე მეტი 21 ქულა ელაია ბრაიანტს ჰქონდა, ორმაგი დუბლი შეასრულა ვინსენტ პორიემ - 18 ქულა, 13 მოხსნა.

"ვირტუს ბოლონია" ევროლიგის ცხრილში 7 მოგებით და 21 მარცხით, ბოლოსწინა მე-17 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 10 მარტს, 23:00 საათზე, "ტრენტოს" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები