ვირტუსი ბასკონიასთან დამარცხდა და პლეი ოფში ვერ გავიდა
"ვირტუს ბოლონია" ევროლიგის პლეი ინის ფინალში "ბასკონიასთან" დამარცხდა და პლეი ოფში გასვლა ვეღარ მოახერხა. თორნიკე შენგელიას გუნდი ესპანეთში "ბასკონიას" არენაზე 89:77 დამარცხდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ 41:41 დასრულდა (პირველი მეოთხედი: 21:22, მეორე - 20:19), მეორე ტაიმის მესამე მეოთხედში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და "ბასკონია" გალიდერდა, მათ საბოლოოდ 15 ქულიანი სხვაობით მოიგეს მეოთხედი 31:16, ეს მაჩვენებელი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, ბოლო მეოთხედში "ვირტუსმა" 17:20 მოიგო, მაგრამ ეს მატჩის შემოსატრიალებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.
ქართველი კალათბურთელი თავის გუნდში საუკეთესო იყო, თორნიკემ 22:41 წუთი ითამაშა, ამ დროში მან 16 ქულა, 7 მოხსნა, 1 ასისტი, 2 ჩაჭრა მოაგროვა.
ყველაზე მეტი 28 ქულა მარკუს ჰოვარდმა დააგროვა, მეთ კოსტელოს ჰქონდა 19 ქულა, ხოლო ტადას სედეკერსკისს 16.
SCONFITTA ❌
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) April 19, 2024
L’Eurolega della Virtus termina a Baskonia, nono posto ottenuto
🔢 Shengelia 16, Hackett 13, Belinelli 10, Lundberg 10, Cordinier 10, Abass 7, Zizic 4, Polonara 3, Mickey 3, Pajola 1#AmarsiAncora pic.twitter.com/WJLJ5KbVC8
"ვირტუს ბოლონიამ" ამ მარცხით ევროლიგაზე ასპარეზობა დაასრულა, ახლა კი იტალიის ჩემპიონატში რამდენიმე შეხვედრა აქვს დარჩენილი, სადაც რეალური შანსი აქვს, რომ ცხრილში პირველი ადგილი დაიკავოს. შემდეგ შეხვედრას ბოლონიელები "რეჯიანას" წინააღმდეგ გამართავენ, მატჩი 21 აპრილს გაიმართება.
იტალიის ჩემპიონატში მდგომარეობა კი ასეთია: "ბრეშა" 40 ქულა, "ვირტუს ბოლონია" 38 ქულა, "ოლიმპია მილანო" 38 ქულა.