ალექსანდრ ჯიკიჩი: "ქართული კალათბურთის უდიდეს სახელებს ვავარჯიშებ"
2 კვირის წინ
კალათბურთი
1 წთ
2025 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა სტუმრად ფინეთი 83:90 დაამარცხა და ჯგუფში მდგომარეობა გამოისწორა. მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრა შეაფასა.
ეს იყო სუპერ თამაში, არაჩვეულებრივი შეხვედრა ჩვენი თითოეული მოთამაშისთვის, თუმცა დამიჯერეთ, ეს ჯერ კიდევ არ არის საკმარისი. რა შეგვიძლია გავაკეთოთ უკეთესად? ძალიან ძნელია მოგება, როცა მოწინააღმდეგე შეტევაში 25-ჯერ გიხსნის ბურთს, თუმცა გამარჯვება მოვახერხეთ.
მე ვავარჯიშებ ქართული კალათბურთის უდიდეს სახელებს, მათ შორის "შერმოს" და თორნიკეს. მათ მშვენივრად იციან როგორ დაეხმარონ გუნდს და რა არის გამარჯვებისთვის საჭირო, ამით მე საქმიანობას მიმსუბუქებენ. შეტევაში ყველაფერი შენგელიამ პერსონალურად გადაწყვიტა და არ უნდა დაგვავიწყდეს რამდენი ითამაშა მან უახლოეს დღეებში. მაშინ, როცა ამერიკიდან მოთამაშეები ვერ გვეხმარებიან, ის რასაც თორნიკე აკეთებს, წარმოუდგენელია. - განაცხადა ალექსანდრ ჯიკიჩმა
საქართველოს ნაკრები მომდევნო ტურის შეხვედრას ისევ ფინეთის წინააღმდეგ, ამჯერად თბილისში ჩაატარებს. ჯგუფში 3-დან სამი მოგებით, პირველ ადგილს სერბეთი იკავებს. მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებს კი 1 მოგებული და 2 წაგებული შეხვედრით დანია, საქართველო და ფინეთი ინაწილებენ.