ბარსელონამ ეფესს მოუგო | შენგელია მატჩის MVP გახდა
1 დღის წინ
კალათბურთი
1 წთ
ევროლიგის 33-ე ტურში ბარსელონამ ანადოლუ ეფესს უმასპინძლა და 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 78:71 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ, რომელიც ბარსელონას სასტარტო ხუთეულში იყო, 25 წუთში 14 ქულა, 8 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.
თოკომ 1-დან 1 სამქულიანი, 6-დან 5 ორქულიანი, და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 25 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია.
ბარსელონა, რომელიც 19 მოგებითა და 14 წაგებით ევროლიგის მე-9 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს პარასკევს, 27 მარტს, ცრვენა ზვეზდას წინააღმდეგ გამართავს.
La victòria es queda al Palau! pic.twitter.com/g0LCyyELoi
— Barça Basket (@FCBbasket) March 24, 2026