ვირტუს ბოლონიამ ოლიმპია მილანო 85:66 დაამარცხა
1 წლის წინ
კალათბურთი
1 წთ
დღეს გაიმართა მეხუთე დაპირისპირება "ბოლონიასა" და "ოლიმპია მილანოს" შორის, რომელიც ამ უკანასკნელის მარცხით დასრულდა. თორნიკე შენგელიას გუნდმა მოწინააღმდეგე დამაჯერებლად - 85:66 დაამარცხა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი მეშვიდე შეხვედრაში გადაწყდება.
აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში 10 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემის შესრულება შეძლო თორნიკე შენგელიამ. მატჩის ყველაზე შეეგიანი მოთამაშე შენგელიას თანაგუნდელი ბელინელი იყო, რომელმაც 14 ქულა დააგროვა.