Belive

ვირტუს ბოლონიამ ფენერბახჩეს მოუგო - შენგელიას თავის გუნდში ყველაზე მეტი ქულა ჰქონდა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლოგის მე-10 ტურში "ვირტუს ბოლონია" "ფენერბახჩეს დაუპირისპირდა და ანგარიშით 87:79 დაამარცხა. საკუთარი გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, რომელმაც პარკეტზე 29 წუთი გაატარა და ამ დროში 15 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ქართველმა 8-დან 5 ორქულიანი და 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ხაზზე 2-ჯერ დადგა და ორივე ტყორცნა ზუსტი აღმოჩნდა.

თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, "ვირტუს ბოლონიამ" საკვანძო გაქცევა მესამე მეოთხედში მოაწყო, 24:14 და მეოთხე მეოთხედში "ფენერბახჩეს" ახლოს მისვლის უფლება აღარ მისცა.

ევროლიგის 10 ტურის შემდეგ "ვირტუსს" 6 მოგება და 4 წაგება აქვს, ამ მომენტისთვის იტალიელები ცხრილის მე-3 ადგილზე არიან და მხოლოდ "რეალსა" და "ბარსელონას" ჩამორჩებიან.

სხვა სტატიები