Belive

FIBA-მ შენგელიასა და ბითაძის ეფექტური თამაში გამოარჩია

3 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მე-4 სათამაშო დღეს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა კვიპროსი სოლიდური სხვაობით, 93:61 დაამარცხა.

ჯვაროსნების გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი თორნიკე შენგელიამ და გოგა ბითაძემ შეიტანეს - ნაკრების კაპიტანმა 27 ქულა, 4 მოხსნა და 4 ასისტი დააგროვა, ხოლო ბითაძემ 21 ქულა და 13 მოხსნა.

საქართველოს ნაკრების ლიდერების შედეგიან თამაშს უყურადღებოდ არ ჩაუვლია - FIBA მე-4 ტურში დაფიქსირებულ შედეგებს გამოეხმაურა და ყველაზე შედეგიანი ხუთეული გამოავლინა, სადაც თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე მოხვდნენ. ოფიციალურ ვებგვერდზე ასევე მიმდინარეობს გამოკითხვა, თუ ვინ უნდა დასახელდეს მე-4 ტურის საუკეთესო მოთამაშედ და ხმის მიცემა აღნიშნულ ბმულზეა შესაძლებელი. შენგელიასა და ბითაძეს კონკურენციას ლუკა დონჩიჩი (სლოვენია), ჰანს ვანვინი (ბელგია) და გერშონ იაბუსელე (საფრანგეთი) უწევენ.

სხვა სტატიები