თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე მატჩი | ვირტუსი ცრვენა ზვეზდასთან დამარცხდა
ევროლიგის 31-ე ტურის მატჩში თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" "ცრვენა ზვეზდასთან" 94:79 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრაში 29:21 წუთი ითამაშა და ყველაზე მეტი 25 ქულა დააგროვა, ამასთან მას 4 მოხსნა, 5 ასისტი და 1 ბლოკი ჰქონდა.
მატჩის პირველ მეოთხედში ვირტუსმა ორი ქულით მოიგო, მაგრამ მესამე და მეოთხე მეოთხედებში დამარცხდა, ბოლო გადამწყვეტ მეოთხედშიც ვერ მოახერხა "ვირტუსმა" ჩამორჩენის აღმოფხვრა და დიდი სხვაობით წააგო.
"ცრვენა ზვეზდას" რიგებიდან საუკეთესო ნემანია ნედოვიჩი იყო, თორნიკეს მსგავსად მანაც 25 ქულა დააგროვა.
SCONFITTA ❌
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) March 22, 2024
A Belgrado la Segafredo cala nel secondo tempo
🔢 Shengelia 25, Lundberg 15, Belinelli 14, Mickey 8, Pajola 5, Abass 5, Lomasz 3, Dunston 2, Dobric 2#AmarsiAncora pic.twitter.com/LFDShVG0pB
ევროლიგის ცხრილში თორნიკე შენგელიას გუნდი 17 მოგებით და 14 მარცხით მე-8 პოზიციაზეა. "ვირტუსი" შემდეგ შეხვედრას იტალიის ჩემპიონატში "ბრეშას" წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი 25 მარტს გაიმართება.