Belive

შენგელიამ შესაძლოა ოლიმპიაკოსთან ითამაშოს

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევროლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში, "ვირტუსმა" "ვალენსიას" უმასპინძლა და 13-ქულიანი სხვაობით, 87:74 დაამარცხა. სამწუხაროდ, იტალიური კლუბის ქართველმა ლიდერმა პირველივე პერიოდში ტრავმა მიიღო და მატჩის გაგრძელება ვერ შეძლო.

თავდაპირველად უცნობი იყო, თუ რამდენად მძიმე დაზიანება მიიღო თორნიკე შენგელიამ მარჯვენა მუხლზე, თუმცა, დამატებით ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ქართველ კალათბურთელს მსუბუქი დაზიანება აქვს და შესაძლებელია, რომ მომდევნო მატჩებში პარკეტზე ვიხილოთ. "ვირტუსის" ოფიციალურ გვერდზე აღნიშნულია, რომ შენგელია აქტიური მეთვალყურეობის ქვეშაა, რათა რაც შეიძლება მალე შეძლოს თამაშის განახლება.

ევროლიგის მომდევნო ტურის შეხვედრაში, "ვირტუსს" "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ ურთულესი მატჩი ელის.

სხვა სტატიები