ვირტუს ბოლონია პისტოიასთან დამარცხდა
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის სერია ა-ს 25-ე ტურის შეხვედრაში თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონია" "პისტოიასთან" 93:100 დამარცხდა.
ქართველი კალათბურთელის გუნდი საკმაოდ დიდი ჰანდიკაპით იგებდა, ბოლო მეოთხედის დაწყებამდე "ვირტუსი" მეტოქეს 15 ქულიანი სხვაობით ამარცხებდა, ხოლო მეოთხე მეოთხედში ბოლონიელები გამანადგურებელი სხვაობით 10:32 დამარცხდნენ.
თორნიკე შენგელიამ მატჩში 15 წუთი ითამაშა, ამ დროში მან 3 ქულა (1-დან 1 ორქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
"პისტოიას" 4-მა კალათბურთელმა შედეგიანობის მხრივ მოწინავე პოზიციები დაიკავეს, რაიან ჰოუკინსმა 24 ქულა ჩააგდო, პეიტონ უილისმა 23, ჩარლი მურმა 18, ხოლო დერეკ ოგბეიდემ 17 ქულით და 15 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა.
"ვირტუსის" რიგებიდან ყველაზე კარგი მატჩი გაბრიელ ლუნდბერგს ჰქონდა, მან 16 ქულა დააგროვა.
SCONFITTA ❌
— Virtus Segafredo Bologna (@VirtusSegafredo) April 1, 2024
La Segafredo subisce la rimonta di Pistoia nell’ultimo quarto
🔢 Zizic 16, Lundberg 16, Mickey 13, Belinelli 12, Dobric 10, Polonara 9, Hackett 8, Abass 4, Shengelia 3, Lomasz 2#AmarsiAncora pic.twitter.com/4frp6Cz9v1
"ვირტუს ბოლონიას" იტალიის ჩემპიონატში 34 ქულა აქვს (17 მოგება, 8 მარცხი) და მეოთხე პოზიციაზეა. თორნიკე შენგელიას გუნდი შემდეგ შეხვედრას ევროლიგის ეგიდით, 5 აპრილს, "ოლიმპია მილანოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.