ვირტუსმა ვენეციასთან წააგო | შენგელიამ საკუთარ გუნდს ქულებით ულიდერა
9 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მე-3 შეხვედრაში, ,,ვენეციამ'' ,,ვირტუს ბოლონიას'' უმასპინძლა და 78:73 დაამარცხა. შედეგად, ვენეციელებმა სერიაში ანგარიში შეამცირეს - 1:2.
,,ვირტუსის'' რიგებში 21 წუთამდე ითამაშა თორნიკე შენგელიამ, რომელმაც 17 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.
ქართველმა ფორვარდმა 6-დან 4 ორქულიანი, 2-დან 2 სამქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 13 შეადგინა, რითაც საკუთარი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ანტე ჟიჟიჩსა (24) და აიზია კორდინიეს (14) ჩამორჩა.
პლეი-ოფის ნახევარფინალური ეტაპის მორიგი მატჩი პარასკევს, 31 მაისს, კვლავ ვენეციაში გაიმართება.