ვიქტორ ვემბანიამას სამმაგი დუბლი | სანდრო მამუკელაშვილის 2 ქულა და 2 მოხსნა
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,სან ანტონიო სპურსმა'' "ტორონტო რეპტორსი" 122:99 დაამარცხა. ტეხასურმა გუნდმა პირველი 3 მეოთხედი მოიგო და ბოლო მეოთხედამდე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. "სპურსმა" მარტივი გამარჯვების მოპოვება შეძლო.
სანდრო მამუკელაშვილმა 6:18 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა ჰქონდა, 2-დან 1 ბურთი ჩააგდო (50%) და 2 მოხსნა მიითვალა.
საოცარი მატჩი ჩაატარა ვიქტორ ვემბანიამამ, ფრანგმა კალათბურთელმა იშვიათი სამმაგი დუბლი შეასრულა, 27 ქულა ჩააგდო, 14 მოხსნა მიითვალა და 10 ბლოკი ჰქონდა, ასევე ვემბიმ 5 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 2 ჩაჭრაც დააგროვა. მეორე ყველაზე კარგი მაჩვენებლით დევინ ვასელი იყო 25 ქულით.
"სან ანტონიო სპურსი" დასავლეთ კონფერენციაში 11 მოგებით და 43 წაგებით ცხრილში ბოლო ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი "დალას მავერიქსის" წინააღმდეგ გამართავს, შეხვედრა 15 თებერვალს გაიმართება.