"სანდრო უფრო თავდაჯერებული გახდა" - გრეგ პოპოვიჩი მამუკელაშვილს აქებს
2 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
NBA-ის წინასასეზონო შეხვედრებში, ქართველი ფორვარდი, სანდრო მამუკელაშვილი მშვენივრად გამოიყურება და ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ახალ სეზონში გაცილებით მეტი დრო მიეცემა, ვიდრე ეს წინა წელს ხდებოდა. ამერიკული მედია წერს, რომ მისი პროგრესი შეუმჩნეველი არ დარჩება.
წინასასეზონო 3 მატჩში "სან ანტონიო სპურსმა" 2-ჯერ მოიგო - "ორლანდო მეჯიქთან" და "იუტა ჯაზთან", სანდრო მამუკელაშვილი კი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. მან მოახერხა საშუალოდ 18 წუთი ეთამაშა, დაეგროვებინა 12.7 ქულა, 2.3 გადაცემა და 3 მოხსნა. საშუალო დისტანციიდან ის 57%-ით ისროდა, 58 %-ით პერიმეტრიდან, ხოლო საჯარიმო სროლებს 83%-იანი სიზუსტით ასრულებდა.
გრეგ პოპოვიჩმა განაცხადა, რომ სანდროს თავდაჯერებულობა გაზრდილია, ის თავს კომფორტულად გრძნობს და მის პროგრესს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ.
გარდა თავდაჯერებულობისა, რა უნდა გააუმჯობესოს მამუკელაშვილმა? ალბათ, 3-იანების და საშუალო სროლების პროცენტი, რაც მას შესაძლებლობას მისცემს როტაციის უცვლელი წევრი გახდეს. - ვკითხულობთ Sports Illustrated-ის სტატიაში
სან ანტონიო სპურსისთვის რეგულარული სეზონი 26 ოქტომბერს, "დალას მავერიქსით" დაიწყება, მანამდე კი სანდრო მამუკელაშვილის გუნდს კიდევ 2 მოსამზადებელი თამაშის ჩატარება მოუწევს.
The #Spurs have benefitted early from Sandro Mamukelashvili's strong play in the preseason, putting him in contention for rotational minutes. But what can he improve on? via @SInow 🔽https://t.co/4wpnil96mZ
— San Antonio Spurs On SI (@SASonSI) October 14, 2024