Belive

ტორონტომ სტუმრად ჩიკაგოსთან იმარჯვა | მამუკელაშვილმა 16 წუთამდე ითამაშა

3 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

All Star-ის კვირეულის შემდეგ, ტორონტო რაპტორსმა პირველი შეხვედრა ჩაატარა და ჩიკაგო ბულსი სტუმრად 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 110:101 დაამარცხა.

მატჩში 16 წუთამდე ითამაშა სანდრო მამუკელაშვილმა, რომელმაც 7 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. სანდრომ 2-დან 1 სამქულიანი და 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. შეხვედრამდე მედიაში იწერებოდა, რომ ქართველ კალათბურთელს ნეკნის ტრავმა აწუხებდა და მისი თამაში საეჭვო იყო, თუმცა, საბედნიეროდ, დღევანდელ მოგებაში საკუთარი წვლილი მამუმაც შეიტანა.

ტორონტოს 31 ქულით, 8 მოხსნით, 6 ასისტითა და 2 ჩაჭრით ბრენდონ ინგრემმა ულიდერა, ბულსის რიგებში კი 20 ქულით, 1 პასითა და 1 მოხსნით ანფერი საიმონსი გამოირჩა.

რაპტორსი, რომელიც 33 მოგებითა და 23 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას კვირას, 22 თებერვალს, მილუოკი ბაქსის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები