Belive

ვენესუელას საკალათბურთო ნაკრებმა გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ვენესუელას საკალათბურთო ნაკრებმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ 21-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ვენესუელის საკალათბურთო ნაკრების არგენტინელმა მთავარმა მწვრთნელმა - ფერნანდო დურომ, მის ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოიყენა და ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში, იმ 21 მოთამაშეს უხმო, რომელიც ამ დროისთვის ყველაზე კარგ სათამაშო ფორმაშია. ნაკრების აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივ კლუბებში ასპარეზობს. ვენესუელელთა რაზმში მხოლოდ 3 ლეგიონერია - ანდრეს მარერო, ენრიკე მედინა და ფაბრიციო პულიატი.

ნაკრებს ვეტერანი უინდი გრატეროლი კაპიტნობს. აღსანიშნავია, რომ 36 წლის გრატეროლი 2020 წელს ვენესუელურ საკალათბურთო კლუბ "სპარტანსს" შეურთდა, რომელიც მის კარიერაში მე-20 კლუბია.

შეგახსენებთ, 2023 წლის მსოფლიო ჩეპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები F-ჯგუფში სლოვენიას, ვენესუელასა და კაბო-ვერდეს დაუპირისპირება. საქართველოსა და ვენესუელას დაპირისპირება 30 აგვისტოს შედგება.

სხვა სტატიები