საქართველოს ნაკრების მეტოქეები ამხანაგურ შეხვედრებში დამარცხდნენ
კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩება, გუნდები კი მოსამზადებელ. ამხანაგურ მატჩებს აქტიურად ატარებენ.
მადრიდში "WiZink Center" -ს ვენესუელას ნაკრები ეწვია და მასპინძლებთან დიდი ანგარიშით, 87:57 დამარცხდა. მიუხედავად კარგი სტარტისა (2:8) სამხრეთ ამერიკელებმა ხუანჩო ერნანგომესს ვერაფერი მოუხერხეს, NBA-დან ევროპაში ახლადდაბრუნებულმა ხუანჩომ ვენესუელას 27 ქულა ჩაუგდო (5/5 სამქულიანი, 5/5 ორქულიანი, 2/3 საჯარიმო). ვენესუელას ნაკრებში ყველაზე შედეგიანები სოხო და კარერა იყვნენ, მათ ანგარიშზე 11-11 ქულაა.
ვენესუელა მორიგ ამხანაგურ მატჩს 7 აგვისტოს, საფრანგეთის წინააღმდეგ გამართავს, საქართველოს კი მსოფლიო ჩემპიონატზე 30 აგვისტოს დაუპირისპირდება.
ამხანაგური მატჩი ჩაატარა კაბო-ვერდეს ნაკრებმაც. იტალიის ქალაქ ტრენტოში მიმდინარე ოთხთა ტურნირზე მათი მეტოქე ჩინეთის ნაკრები გახლდათ. კაბო-ვერდემ ოთხივე პერიოდი წააგო და საბოლოოდ 66:86 დამარცხდა. ემანუელ ტროვოადას შეგირდებიდან ყველაზე შედეგიანი ივან ალმეიდა იყო, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო, ედი ტავარეშის ანგარიშზე 6 ქულა იყო.
კაბო-ვერდე მესამე ადგილისთვის მატჩში დღეს თურქეთს დაუპირისპირდება.
ზედიზედ მეორედ დაუპირისპირდა სლოვენიის ნაკრები საბერძნეთს. ამჯერა მატჩი ათენში შედგა. შეხვედრის დაწყებამდე ლეგენდარული ბერძენი კალათბურთელის, ნიკოს გალისის 4-ნომრიანი მაისურის გაუქმების ცერემონიალი შედგა. ამიერიდან საბერძნეთის ნაკრებში 4 ნომრიან მაისურს აღარავინ ჩაიცვამს.
There is no Greek basketball without Nick Galis. 🇬🇷
— FIBA EuroBasket (@EuroBasket) August 4, 2023
The Gangster’s jersey was raised to the rafters of OAKA. 🎽 pic.twitter.com/txEEtrfUJf
რაც შეეხება მატჩს, სლოვენიამ 4-დან 3 მეოთხედი წააგო და საბოლოოდ 88:77 დამარცხდა. ბერძნებს კონსტანტინოს მიტოღლუმ ულიდერა, მის ანგარიშზე 18 ქულა იყო. ასევე 18 ქულა მოიხვეჭა "დალა მავერიქსის" ვარსკვლავმა ლუკა დონჩიჩმა.
სლოვენიის ნაკრები მომდევნო მატჩს 11 აგვისტოს, ესპანეთთან ჩაატარებს.