Belive

19 ქულიანი მარცხი სამხრეთ სუდანთან - საქართველოს ნაკრების მეტოქე კვლავ განადგურდა

8 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, სამხრეთ სუდანის საკალათბურთო ნაკრებმა ვენესუელის ნაკრები, 19-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 80:61 გაანადგურა. 

ვენესუელა მთელი მატჩის განმავლობაში სამხრეთ სუდანის ნაკრების ფონზე, ძალიან ცუდად და უსუსურად გამოიყურებოდა. აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ სამხრეთ ამერიკელებმა ოთხივე მეოთხედი დათმეს. 

 

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ვენესუელელებმა მსოფლიო თასამდე 5 ამხანაგური მატჩი გამართეს, სადაც ყველა მატჩში: არგენტინის, ესპანეთის, საფრანგეთის, ავსტრალიისა და სამხრეთ სუდანის ნაკრებებთან დამარცხდნენ. 

მსოფლიო ჩემპიონატამდე სამხრეთ ამერიკელები კიდევ ერთ ამხანაგურ მატჩს, ბრაზილიის წინააღმდეგ გამართავენ. ეს ამხანაგური მატჩი 17 აგვისტოს, თბილისის დროით 11:30 საათზეა ჩანიშნული. 

შეგახსენებთ, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ჩატარდება. საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები F-ჯგუფში სლოვენიას, ვენესუელასა და კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება. საქართველოსა და ვენესუელას დაპირისპირება 30 აგვისტოს შედგება.

სხვა სტატიები