Belive

,,ვემბანიამას სტატისტიკას გვაგონებს'' - შენგელიას ისტორიული მატჩი დანიასთან

14 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

დანიასთან მოგებულ მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ, 27 ქულა, 11 მოხსნა, 5 დაფარება, 3 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მოაგროვა.

თოკოს ბრწყინვალე პერფორმანსს ფიბას ვებგვერდი გამოეხმაურა:

,,საქართველოს ნაკრებს ყოველთვის შეუძლია დაეყრდნოს თავის ლიდერს, თორნიკე შენგელიას.

თორნიკეს სტატისტიკა ვემბანიამას სტატისტიკას მოგვაგონებს - ფრანგს 6 ბლოკით საკვალიფიკაციო ეტაპის დაფარებების რეკორდი ეკუთვნის.'' - წერს ფიბა

დღეს შენგელიას მარგი ქმედების კოეიფიციენტმა 36 შეადგინა. ევროპაში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 36 ან მეტი რეიტინგი თორნიკეს გარდა სულ 7 კალათბურთელს ჰქონია, მათ შორის კი ერთ-ერთი გიორგი შერმადინია:

  1. ტრიგვი ჰლინასონი - 50

  2. გიორგი შერმადინი - 37

  3. ედინ ატიჩი - 37

  4. იანის ანტეტოკუნმპო - 37

  5. იანის სტრელნიექსი - 37

  6. მარიო ჰეზონია - 36

  7. დიოგო ბრიტო - 36

  8. თორნიკე შენგელია - 36