Belive

ვემბანიამამ მეტოქეებს 12-ჯერ დააფარა | ეს ახალი რეკორდია

4 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალის პირველ თამაშში, მინესოტა ტიმბერვულვზთან 104:102 მარცხის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ვიქტორ ვემბანიამამ ისტორიული დაცვითი თამაში ჩაატარა, თუმცა მისი გუნდი მაინც დამარცხდა - ფრანგმა ცენტრმა მოწინააღმდეგეებს 12-ჯერ დაუფარა.

ვემბანიამამ ამ შეხვედრაში, NBA-ის პლეი ოფში, ერთ თამაშში დაგროვებული ბლოკების რეკორდი მოხსნა. ზოგადად 12 დაფარება კი ლიგაში, მხოლოდ 3-ჯერ არის დაფიქსირებული.

დაგროვებული 12 ბლოკით, 11 ქულით და 15 მოხსნით, ვემბანიამა გახდა მესამე მოთამაშე პლეი ოფის ისტორიაში, რომელმაც დაფარებებით სამმაგი დუბლი შეასრულა - ენდრიუ ბაინუმისა და ჰაკიმ ოლაჯუონის შემდეგ.

სხვა სტატიები