ლებრონ ჯეიმსი დონალდ ტრამპს: "როგორც ჩანს, დღეს საინტერესო სხვა არაფერი ხდება"
ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ნიუ იორკ ნიქსისა და ფილადელფიას თამაშის დროს, ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა. ტრამპის თქმით, ჯეიმსი, ამერიკის ეროვნული ჰიმნის შესრულებისას, გახურებას აგრძელებდა, რამაც მისი უკმაყოფილება გამოიწვია. ამის შემდეგ, ტრამპმა, ლებრონს სოციალურ ქსელში პოსტიც მიუძღვნა.
"თავიდანვე ვამბობდი, რომ ის არაფრად ვარგა - სრული სირცხვილია. ლებრონ ჯეიმსმა ბოდიში უნდა მოიხადოს იმ დიდებული ამერიკელი მეომრებისა და გმირების წინაშე, რომლებიც ჩვენი დროშის დაცვის დროს დაიღუპნენ". - ვკითხულობთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტში.
ამ განცხადებიდან, რამდენიმე საათში, ტრამპს ლებრონმაც უპასუხა. "როგორც ჩანს, დღეს საინტერესო სხვა არაფერი ხდება და სამსახურში ახალი ამბების ნაკლებობაა". - თქვა 41 წლის კალათბურთელმა, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში.
ამ საკითხს ფილადელფია სიქსერსის მთავარმა მწვრთნელი, ნიკ ნერსიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ტრამპის კომენტარი მორიგი გარე ფაქტორია, რომელიც ერთგვარი მცდელობაა, ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდის ყურადღება, სპორტიდან სხვა თემაზე გადაიტანოს.
ლებრონ ჯეიმსი NBA-ში ოცდამეოთხე სეზონს ატარებს. ფილადელფიას მაისურით კი "მეფემ" მეორე ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა. პირველ თამაშში, "ფილიმ" მოქმედი ჩემპიონი ნიუ იორკ ნიქსი დაამარცხა. ამჯერად კი, კლივლენდს 29-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ მოუგო. აღსანიშნავია ისიც, რომ ლებრონ ჯეიმსის კარიერაში ეს ყველაზე დიდი ქამბექი იყო. NBA-ის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მექულემ, შეხვედრა 17 ქულით დაამთავრა.
LeBron James responds to Donald Trump taking shots at him with a BRUTAL one liner:
— Deuce World🌃 (@deuceworldx) October 23, 2026
“Slow news day at the office, you know.” pic.twitter.com/Y4Qa0lHD6a