Belive

ბითაძის 4 ქულა ბრუკლინთან - ორლანდომ გაიმარჯვა

1 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში, ბრუკლინ ნეტსმა ორლანდო მეჯიქს უმასპინძლა და 111:113 დამარცხდა. ორლანდოსთვის ეს ბოლო 6 შეხვედრიდან მეხუთე გამარჯვება იყო.

გოგა ბითაძემ 15 წუთი მიიღო, რა დროშიც 4 ქულა, 4 მოხსნა და ერთი შედგიანი გადაცემა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა ორიდან ორი სროლა ჩააგდო.

საუკეთესი ფრანც ვაგნერი იყო - გერმანელმა ორლანდოს 35 ქულა, 5 მოხსნა და 7 ასისტი მოუტანა.

ორლანდოს ჯერ ისევ უარყოფითი ბალანსი აქვს - 15 ჩატარებული შეხვედრიდან, მეჯიქმა 7-ჯერ მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციის მერვე ადგილზეა. ბითაძის გუნდი, მომავალ შეხვედრაში, ვაშინგტონ უიზარდს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები