Belive

"ველოდებით ძალიან მძიმე თამაშს ფიზიკური და მოტივირებული გუნდის წინააღმდეგ" - ალექსანდრ ჯიკიჩი

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე დღეს 23 თებერვალს დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება, მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

მატჩამდე ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა დანიასთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და მომავალი შეხვედრის შანსები შეაფასა:

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დანიასთან თამაშით ხვალ ვხსნით. ველოდებით ძალიან მძიმე თამაშს ფიზიკური და მოტივირებული გუნდის წინააღმდეგ, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა სურს და ამისთვის იმ ფაქტის გამოყენებას აპირებენ, რომ ფინელებმა ისინი თავიანთ ჯგუფში აირჩიეს. რაც შეგვეხება ჩვენ, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული. ბოლო რამდენიმე დღეა, გუნდი სრული შემადგენლობითაა. ჩვენს საუკეთესო კალათბურთს ნამდვილად ვერ ვაჩვენებთ, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს თამაში პოზიტიური შედეგისთვის საკმარისი იქნება.

ნამდვილად მჯერა, რომ გუნდი მომავალში უკეთ ითამაშებს, მას შემდეგ რაც ერთმანეთს უკეთ გავიცნობთ, როდესაც ბიჭები მიხვდებიან, როგორ შემიძლია დავეხმარო მათ, რომ საკუთარი თავის მაქსიმუმი აჩვენონ. ამის შემდეგ ეს ფაქტორები უნდა გავაერთიანოთ. ის რაც შეიძლება თითოეულისთვის ინდივიდუალურად კარგი იყოს, გუნდისთვის დადებითს არ ნიშნავდეს და პირიქით. თუ რაიმე გუნდისთვისაა სასარგებლო, მოთამაშისთვის კარგს არ ნიშნავდეს. თუმცა მჯერა, რომ ისინი გაიაზრებენ, თუ რას ნიშნავს გუნდის ერთიანობა და მზად იქნებიან, თავი გაწირონ ერთმანეთისთვის. დასაწყისიდანვე ვცდილობდით, რომ ზედმეტი არ გვეფიქრა დანიაზე. ვგულისხმობ ოპონენტს, რადგან ეს ის არის, რასაც ვერ ვაკონტროლებთ. ვცდილობდით, ის გაგვერკვია, თუ ჩვენ როგორ შეგვეძლო მაქსიმალური ხარისხის მიღწევა და სისუსტეების დამალვა. თავისთავად ვსაუბრობ ახალ გუნდზე, ეს სრულიად განსხვავებული ნაკრებია იმ შემადგენლობისგან, რომელმაც ქვეყნის სახელით ზაფხულში ითამაშა. - ალექსანდრ ჯიკიჩი - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები