Belive

"დანიას ჩვენზე ბევრად მეტი შეტევა ჰქონდა და მათ ეს კარგად გამოიყენეს" - ალექსანდრ ჯიკიჩი

9 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები მასპინძელ დანიასთან მძიმე ბრძოლაში დამარცხდა. დანიამ ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ 75:69 გაიმარჯვა.

მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრ ჯიკიჩმა და ნაკრების ახალწვეულმა გიორგი ოჩხიკიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთეს

დანიის ნაკრებს გამარჯვებას ვულოცავ. საქართველოს ნაკრებთან შედარებით მათ ბევრი ქულა აიღეს, ჩვენ ბევრი დაკარგვა გვქონდა და ასევე მოხსნებში გვაჯობეს. პირველი მეოთხედის შემდეგ მატჩი სხვაგვარად განვითარდა, მეორე ტაიმში 47 ქულა მივიღეთ, რაც სრულიად მიუღებელია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დანარჩენი მატჩების მოსაგებად უფრო მეტად მოვინდომოთ. ამ შეხვედრაში დაშვებულ შეცდომებს გავაანალიზებთ და შევეცდებით, რომ ამაზე ვიმუშაოთ.

მომდევნო მატჩს რაც შეეხება, ჩვენი მეტოქე ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია და მოგვიწევს, რომ ჩვენი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვავლინოთ. მთელი მატჩის განმავლობაში უნდა შევეცადოთ ისეთი დაცვის თამაშს, როგორც ეს დანიასთან პირველ ტაიმში გავაკეთეთ. მნიშვნელოვანია სიტუაციის გაკონტროლება, რადგან დღევანდელ თამაშში იყო მომენტები, რომლებიც მომეწონა და იყო ასევე მომენტები, რომლის გამოსწორებაზეც ვიზრუნებთ. დანიას ჩვენზე ბევრად მეტი შეტევა ჰქონდა და მათ ეს კარგად გამოიყენეს. - ალექსანდრ ჯიკიჩი - საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ჩვენთვის ეს მძიმე მატჩი იყო, რადგან კარგი დასაწყისის შემდეგ მეორე ტაიმში ბევრი შეცდომები დავუშვით, რაც ჩვენმა მოწინააღმდეგემ კარგად გამოიყენა. დანიის ნაკრებმა შეტევაში ბევრი ბურთი მოგვიხსნა და ამან საბოლოო შედეგზეც იმოქმედა. მარცხის მიუხედავად ჩვენ მომდევნო მატჩზე უნდა ვიფიქროთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ. მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელს, რადგან მან მომცა საშუალება ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა, ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მომენტია, რადგან შენი ქვეყნის ნაკრებში თამაში დიდი მოტივაციაა. სამწუხაროა, რომ თამაში მარცხით დამთავრდა, თუმცა იმედია სამომავლოდ სიტუაციას გამოვასწორებთ. - გიორგი ოჩხიკიძე - საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელი

სხვა სტატიები