Belive

უცხოელები გოგა ბითაძის დღევანდელ ფოტოს გამოეხმაურნენ

4 წლის წინ კალათბურთი
1 წთ
როგორც იცით, რამდენიმე წუთის წინ, ინტერნეტსივრცეში გოგა ბითაძის ფოტო ვირუსულად გავრცელდა. ფოტოზე ასახულია NBA დრაფტის პრესკონფერენცია, რომელზეც ჟურნალისტთა მთელი ყურადღება ზაიონ უილიამსონს დაეთმო რომელიც დრაფტზე პირველ პიკადაა წარდგენილი, გოგა ბითაძე კი მარტო, უყურადღებოდ ზის.
NBA-ს ვარსკვლავებთან ერთად, ქართველ ტალანტს რიგითი უცხოელი ადამიანებიც გამოეხმაურნენ. "19 ივნისი - დღე, როდესაც ჩვენ, ყველა, გოგა ბითაძის ფანები გავხდით." "თუ გოგა ბითაძე ვარსკვლავი გახდება, ეს ფოტო მსოფლიოს მოივლის, როგორც მოტივაციის წყარო." "დღემდე არ ვიცოდი - ვინ იყო გოგა ბითაძე, მაგრამ დღეიდან მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ." "დარწმუნებული ვარ, ამ ფოტოს შემდეგ გოგა ოლ სტარიც გახდება და ბეჭედსაც მოიგებს, მაშინ, როცა ზაიონი ვერ გაამართლებს იმედებს. ასეთია გზა 0-დან გმირობამდე." "არ ინერვიულო, გოგა. ასე იწყებენ სუპერვარსკვლავები, შემდეგ კი ჟურნალისტები მათთან დაჩოქილები მიდიან." "უკვე წარმოვიდგინე, როგორ ამარცხებს NBA-ის სუპერფინალში გოგა ზაიონს და ეს ფოტო პირიქით მეორდება." "ყოველი იმედგაცრუება მიზეზია, რომ დაუმტკიცო ყველას შენი სიდიადე, მიდი, გოგა, შენთან ვართ." "დააკვირდით, გოგას გვარიც კი არასწორად დაწერეს - ეს სამარცხვინო ფაქტია." ასევე, აღსანიშნავია, რომ NBA-ს ოფიციალურმა გვერდმა გოგა ბითაძე Instagram-ზე გამოიწერა.

სხვა სტატიები