Belive

ორლანდომ ვაშინგტონს მოუგო - ბითაძემ 22 წუთამდე ითამაშა

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქმა'' ,,ვაშინგტონ უიზარდი'' სტუმრად 7-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 116-109 დაამარცხა.

,,მეჯიქის'' შემადგენლობაში 22 წუთამდე ითამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრმა, გოგა ბითაძემ, რომელმაც 2 ქულა, 3 მოხსნა, 3 ასისტი, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

გოგამ მატჩში ბურთი ფარისკენ სულ 4-ჯერ ისროლა და ერთი ორქულიანი ჩააგდო.

,,ორლანდოს'' პაოლო ბანკერომ ულიდერა - ფორვარდმა 30 ქულას, 12 მოხსნას, 6 პასსა და 3 დაფარებას მოუყარა თავი.

,,მეჯიქი'' 33 მოგებითა და 44 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-13 პოზიციაზეა. გოგა ბითაძის გუნდი მომავალ მატჩს ორშაბათს, 3 აპრილს, ,,დეტროიტთან'' შინ გამართავს.

სხვა სტატიები