Belive

მილუოკი 132:119 ინდიანა - უხვქულიანი მატჩი ქართველების გარეშე

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის შეხვედრაში, "მილუოკისა" და "ინდიანას" დაპირისპირება შედგა.

მილუოკიში, "Fiserv Forum"-ზე გამართული უხვქულიანი მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით 132:119 დასრულდა. NBA-ის ქართველი გულშემატკივრისთვის აღნიშნული დაპირისპირება იმ გარემოებითაც იყო საინტერესო, რომ "მილუოკის" რიგებში სანდრო მამუკელაშვილი ასპარეზობს - ხოლო "ინდიანას" ღირსებას გოგა ბითაძე იცავს, თუმცა, ქართველებს მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ.

"ბაქსის" გამარჯვებაში ლომის წილი კვლავ ჯრუ ჰოლიდეიმ დაიდო, რომელიც იანის ანტეტოკუნმპოს არყოფნის პირობებში გუნდს ლიდერობს. პარკეტზე გატარებულ 37:14 წუთში, ჰოლიდეიმ 35 ქულის, 4 მოხსნისა და 11 შედეგიანი გადაცემის დაგროვება შეძლო. "პეისერსის" რიგებში ყველაზე შედეგიანი მაილს ტერნერი აღმოჩნდა, რომელმაც 36:05 წუთში 30 ქულა, 8 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

სხვა სტატიები